პროექტის ფარგლებში, შეხვედრები და ტრენინგები, საქართველოს 15 რეგიონულ სკოლასა და უნივერსიტეტში (ჯამში 50-მდე დაწესებულება) გაიმართა. მასტერკლასების საშუალებით, მენტორებმა ბენეფიციარებს გადასცეს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ გავაზიაროთ ისტორიები სოციალურ მედიაში მობილური ტელეფონის საშუალებით.
2019 წლის ბოლოს, 30-მდე ახალი მედია ჟურნალისტი საქართველოს რეგიონებიდან, აქტიურად დასაქმდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში.