preloader

Glovo

Glovo საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის

Glovo მუდმივად ხელს უწყობს უსაფრთხო საგზაო მოძრაობის კულტურის გაძლიერებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. 2019 წელს, კომპანიამ Geosafety-თან ერთად შეიმუშავა გადაუდებელი სასწავლო მოდული, რომელიც განკუთვნილია მოპედების და მსუბუქი მოტოციკლების მფლობელებისთვის.
ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: საგზაო უსაფრთხოების სტანდარტები და მოძრაობის წესების დაცვა. უფასო მასტერკლასებით Glovo მასპინძლობდა არა მხოლოდ პარტნიორ კურიერებს, არამედ ნებისმიერ ადამიანებს: ამავე ინდუსტრიაში დასაქმებულებსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირებს.

დაგვიკავშირდით
logo